მალიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ფრანგი ჯარისკაცი ემსხვერპლა

მალიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ფრანგი ჯარისკაცი ემსხვერპლა

მალიში 13 ფრანგი ჯარისკაცი ჯიჰადისტების საწინააღმდეგო ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ BBC საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯარისკაცების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ინციდენტი ორშაბათს საღამოს მოხდა. ემანუელ მაკრონმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა.

2012 წელს მალის ჩრდილოეთზე კონტროლი ისლამისტებმა დაამყარეს. საფრანგეთის დახმარებით ქვეყნის მთავრობა დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას ცდილობს. თუმცა ამ ეტაპზე მოკავშირეები რეგიონში უსაფრთხოების დამყარებას ვერ ახერხებენ.