შვედეთი ბელარუსს „თეთრ რუსეთად“ აღარ მოიხსენიებს

შვედეთი ბელარუსს „თეთრ რუსეთად“ აღარ მოიხსენიებს

შვედეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოფიციალურ დოკუმენტებში ბელარუსის Vitryssland-სად მოხსენიებაზე, რომელიც პირდაპირ თარგმანში "თეთრ რუსეთს" ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

ამიერიდან Vitryssland-ს შეცვლიან სახელწოდებით Belarus. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელწოდების შეცვლა მიზნად ისახავს ბელარუსის ეროვნული თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის ხაზგასმას.

გადაწყვეტილება ემთხვევა მინსკში შვედი დიპლომატის ან ლინდეს ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც 24-25 ნოემბერს იმართება. ლინდე შვეიცარიის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც 1992 წლის შემდეგ ოფიციალური, საქმიანი ვიზიტით ჩავიდა ბელარუსში.