პუტინმა და ზელენსკიმ უკრაინის გაზით მომარაგებაზე ტელეფონით ისაუბრეს

პუტინმა და ზელენსკიმ უკრაინის გაზით მომარაგებაზე ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილა.

Reuters-ის ცნობით ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული გაზის ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის თემაზეც იმსჯელეს.

ახლანდელი შეთანხმების ვადა 31 დეკემბრის შემდეგ იწურება.

ბრიტანული მედია კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მხარეებმა რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაკავებული ხომალდების უკრაინისთვის დაბრუნებაზეც ისაუბრეს.

მედია აღნიშნავს, რომ პუტინი და ზელენსკი, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად, 9 დეკემბერს პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის კრიზისის დაძლევის საკითხს განიხილავენ.