ესპანეთში 2 ტონა კოკაინით დატვირთული წყალქვეშა ნავი დააკავეს

ესპანეთში 2 ტონა კოკაინით დატვირთული წყალქვეშა ნავი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომლის ბორტზეც 2 000 კილო კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ El Pais-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 20 მეტრის სიგრძის ნავი კანგასის მუნიციპალიტეტში, მდინარეში აღმოაჩინეს. პოლიციის ოპერაციის დროს ეკიპაჟმა ნავის ჩაძირვა სცადა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მათ ტვირთის ნაწილის ჩაძირვა მოახერხეს.

დაკავებულია ეკიპაჟის ორი წევრი, ერთმა ეჭვმიტანილმა კი მიმალვა მოახერხა.