კოლუმბიის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კოლუმბიის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კოლუმბიის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბოგოტაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის პრეზიდენტი ივან დუკე წერს.

„ბოგოტის მერს ენრიკე პენიალოსას 21:00 საათიდან კომენდანტის საათის დაწესება ვთხოვე. ეს დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომაა“, - წერს დუკე.

21 ნოემბერს კოლუმბიის სხვადასხვა ქალაქში მანიფესტაციები და საპროტესტო აქციები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ივან დუკეს ადმინისტრაციის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს. შსს-ს ინფორმაციით, მანიფესტაციებში ქვეყნის მასშტაბით 207 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

რამდენიმე ქალაქში მშვიდობიანი მანიფესტაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ქალაქ კალიში არეულობის შედეგად 115 ადამიანი დააკავეს.