2020 წლის არჩევნების ბედს უკმაყოფილო და კმაყოფილი მოსახლეობის პაექრობა გადაწყვეტს საარჩევნო ყუთთან

2020 წლის არჩევნების ბედს უკმაყოფილო და კმაყოფილი მოსახლეობის პაექრობა გადაწყვეტს საარჩევნო ყუთთან

IRI-ს კვლევამ მორიგი განაჩენი გამოუტანა „ქართულ ოცნებას“. ამ კვლევის თანახმად, „ოცნება“ კარგავს რეიტინგს და ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ოპოზიციური პარტიები ჯამურად 41%-ს, „ქართული ოცნება“ კი 23%-ს აიღებდნენ. კვლევა 20 ივნისის შემდგომ პერიოდში ჩატარდა და აქ ასახული არ ყოფილა, რა განწყობა დაეუფლა ჩვენს ელექტორატს პროპორციული სისტემის უკან წაღებისა და 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ.

უფრო კონკრეტულად, IRI-მ საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობას“ ხმათა 15% არგუნა, „ევროპულ საქართველოს“, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ლეიბორისტებს“-5-5%. ამავე ორგანიზაციამ ხმათა 4 %-ით „პატრიოტთა ალიანსი“ გაანებივრა, ხოლო 1-2 და 3% პატარ-პატარა პარტიებს დაუწერა, მათ შორის, „გირჩს“, „ლელოს“, შენების მოძრაობას“ და სხვას. მთლიანობაში, IRI -მ დაასკვნა, რომ რესპონდენტთა 57% კეთილგანწყობილია დავით ბაქრაძის მიმართ, კეთილგანწყობის მხრივ მეორე ადგილი უჭირავს კახა კალაძეს (49%), მესამე ადგილი კი-უსუფაშვილს (47%).

IRI-მ არც ბიძინა ივანიშვილი დატოვა უყურადღებოდ და გამოკითხულთა 57% მისი საქმანობით უკმაყოფილოდ მოიხსენია.

„ნაციონალი“ ხატია დეკანოიძე IRI-ს კვლევას ივანიშვილის ბოლო ჟამს უწოდებს და „ოცნების“ პოლიტიკურ გარდაცვალებაზე საუბრობს. კახი კალაძე არ ენდობა ამ კვლევას და აცხადებს, რომ, თუკი, მართლაც, მთლიან ოპოზიციას „ოცნებასთან“ შედარებით ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რაღა ჰქონიათ ოპოზიციონრებს სანერვიულო? არჩილ თალაკვაძე კი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები.

ვის აქვს და ვის არ აქვს სანერვიულო IRI-ს კვლევის შედეგად და რა შანსები აქვს ოპოზიციას „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნების ბედს უკმაყოფილო და კმაყოფილი მოსახლეობა წყვეტს. შესაბამისად, რომც გამოვრიცხოთ „ნაციონალები“ და ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს ბოკერია, უგულავა, მელია, ამის მიუხედავადაც, მოსახლეობის უკმაყოფილება მაღალია. მმართველი პარტია არჩევნებს აგებს მაშინ, როდესაც ელექტორატი სოციალურად უკმაყოფილოა. შემთხვევათა 90%-ში ასე ხდება და იშვიათია, როცა სხვა მიზეზები განაპირობებს ხელისუფლების ცვლილებებს, მაგალითად, ტირანია, სისხლიანი რეჟიმი, რასაც რევოლუციები მოსდევს ხოლმე.

„ოპოზიციის შანსებზე არ ვილაპარაკებ, რადგან ოპოზიცია მაინც პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირდება. ბევრად უფრო საინტერესოა, რა განწყობა ექნება ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან. კმაყოფილი მოსახლეობა დღეს აცხადებს, გამორიცხულია, ოპოზიციას ჩვენზე მეტი მომხრეები ჰყავდესო, მაგრამ რეალურად, უკმაყოფილოთა რიცხვი უფრო მეტია ქვეყანაში და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ასე რომ, გაცვდა ხელისუფლების სტანდარტული პასუხი, „ჩვენ არასდროს დაგპირებივართ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა“. დაწყებული 2012 წლიდან დღემდე, რომელი ერთი დაპირება შეასრულეს? სად არის კარგი ცხოვრება? კარგი კი არა, ნომალური ცხოვრება სად არის? ის, რომ 6-6 თვის გამოტოვებით პენსიის გაზრდას აპირებენ, ეს ხომ 20%-ით გაზრდის ფასებს?! ზუსტად არ ვიცი, „ქართული ოცნება“ აიღებს თუ არა IRI-სგან მიცემულ 23%-ს და ოპოზიცია 41%-ს, მაგრამ ქვეყანაში უკმაყოფილონი უფრო მეტნი არიან, ვიდრე კმაყოფილნი“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, დღეს ლარი დოლართან მიმართებით თითქმის სამ ნიშნულამდე ავიდა, უმუშევრობას შევეგუეთ, ფასების ყოველდღიურ მატებასაც შევეგუეთ, იმასაც შევეგუეთ, რომ დღეს უკვე ხალხი ვალიდოლზეა გადასული. ხალხი იმას ფიქრობს, აიწევს თუ არა კომუნალური მომსახურების, გაზისა და დენის ფასები. ამავე დროს, კორუფცია, კორუფცია და კიდევ ერთხელ კორუფციაა გამეფებული. „ქართული ოცნების“ კონტროლის პალატის დავარცხნილი მონაცემებითაც კი, რომლის 50% თუ ასახავს რეალურ მდგომარეობას, კორუფციის საშინელი ფაქტებია. კერძოდ, კონტროლის პალატის მონაცემებში საუბარია 90 მილიონის სადღაც გაქრობაზე, ასევე, გამქრალია 50 მილიონი, 40 მილიონი და ჩვენ ერთი საქმეც არ გვინახავს, რომლის გამოძიებითაც პროკურატურა დაინტერესებულიყო. სოსო ცინცაძის მოსაზრებით, სწორედ ეს არის 2020 წლის არჩევნების საერთო ფონი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი IRI-ს კვლევას ყოველთვის ენდობოდა. ჩვენთან საუბრისას კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ, როცა იგი მინისტრი იყო, როგორც წესი, მინისტრები ღებულობდნენ ხოლმე სმს შეტყობინებებს, გააკეთეთ კომენტარი, რომ არ ენდობით IRI-ს და NDI-ს, თუმცა პაატა ზაქარეიშვილი ყოველთვის ამის საწინააღმდეგო კომენტარებს აკეთებდა და ამბობდა, შეიძლება, ციფრები ზუსტი არაა, მაგრამ ვენდობი ამ კვლევის ტენდენციებს.

„დღემდე ამას ვამბობ, რომ ჩემთვის ძალიან სანდოა ასეთი შეფასებები. მით უმეტეს, ყოველთვის მნიშნელოვანია იმ ხალხის პასუხი, ვინც ამბობს, „არ ვიცი“ და „არ გადამიწყვეტია“. თუ გადაუწყვეტელთა კატეგორია 20%-ზე მეტია, ეს შემაშფოთებელია, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა თქვას და ვის მისცეს ხმა. ეს უკვე პოლიტიკოსების ბრალია, რომ ისინი ვერ აწვდიან სათანადო ინფორმაციას თავის მოსახლეობას. „ოცნებას“ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ისინი პროპორციული სისტემით აიღებენ მაქსიმუმ 35%-ს. ეს იმაზე მეტია, რაც წერია IRI-ს კვლევაში, რადგან გადაუწყვეტელთა შორის ბევრი მისცემს ხმას „ოცნებას“. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ცალ-ცალკე დასჭირდებათ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არჩევნების შემდეგ, რათა შექმნან კოალიციები. „ოცნება“ ხვდება, რომ რთულად აქვს საქმე, ამიტომაც გადააგდო ქართველი ხალხი. შესაბამისად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გააჩნია, არჩევნები რა სისტემით იქნება - პროპორციულით, თუ შერეულით. ყველაზე კარგი, უნიკალური შანსი წაართვა „ოცნებამ“ საქართველოს პროპორციული სისტემის სახით და ეს მას არ უნდა ეპატიოს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, IRI-ს მონაცემები 20 ივნისის შემდგომ პერიოდშია შეგროვილი და აქ არ არის გათვალისწინებული, რაც მოხდა 14 ნოემბერს, თორემ 14 ნოემბრის კვლევა კიდევ უფრო უარეს შედეგს აჩვენებდა „ოცნებისთვის“.

Katana . IRI-ს და NDI-ს მიერ ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში დავით ბაქრაძესა აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, პოლიტიკოსებს შორის!
არადა, მისი არსებობა მაშინაც კი ერთობ შეუმჩნეველი იყო, როცა სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ ითვლებოდა...
მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ვინც IRI-ს და NDI-ს კვლევებს ენდობა, ის ან გამოსაკვლევია, ან გამოკვლევებული (როგორც ელენე თევდორაძე იტყოდა).
4 წლის უკან
trampi "დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
4 წლის უკან