ტოდ ფილიპსი „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს

ტოდ ფილიპსი „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს

რეჟისორი ტოდ ფილიპსი ფილმ „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს, ამის შესახებ The Hollywood Reporter წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რეჟისორი კინოსტუდია Warner Bros--ის წარმოამდგენლებს შეხვდა და ფილმის მეორე ნაწილის გადაღების საკითხი განიხილა. წყაროს ცნობით, მან ფილმის გაგრძელების გადაღებაზე თანხმობა მიიღო. 

რეჟისორ ტოდ ფილიპსის გადაღებული ფილმის ბიუჯეტი 70 მილიონი დოლარია. მასში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმის შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.