21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

ქართული ტელევიზიის ისტორია 1953 წლიდან იღებს სათავეს. ამავე წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროექტება თბილისში, რომელიც მთაწმინდის ზედა პლატოზე უნდა განთავსებულიყო.

1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დასრულდა. პირველი ტელეგადაცემები სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან გადაიცემოდა.