ჰონგ-კონგში სტდენტებმა ალყაშემორტყმული უნივერსიტეტიდან გაქცევა კანალიზაციის მილებით სცადეს

ჰონგ-კონგში სტდენტებმა ალყაშემორტყმული უნივერსიტეტიდან გაქცევა კანალიზაციის მილებით სცადეს

დემონსტრანტების ნაწილი, რომელიც ალყაშემორტყმულ ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში რჩება, პოლიციისგან გაქცევა კანალიზაციის მილებით სცადა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქციის ასობით მონაწილემ უნივერსიტეტი უკვე დატოვა, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ შენობაში რჩება. სამართალდამცველები უნივერსიტეტიდან გამოსულ ყველა დემონსტრანტს აკავებენ, ამიტომ ექვსმა ადამიანმა გაქცევა მილებით სცადა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ ისინი დააკავა.

უნივერსიტეტში დემონსტრანტები გასული კვირიდან იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ეწურებათ საკვებისა და წყლის მარაგები. პოლიცია აცხადებს, რომ ის ვინც შენობას დატოვებს, დააპატიმრებენ, ზოგიერთი ადამიანი კი BBC-ის ინფორმაციით, ძალიან არის შეშინებული.

კამპუსიდან გაქცევა ასობით პროტესტანმა სცადა, თუმცა პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა და შემდეგ ისინი დააკავა.

Reuters-ის ინფორმაციით კი უნივერსიტეტის შენობიდან საავადმყოფოებში 280-მდე დაშავებული გადაიყვანეს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ 18 ნოემბერს შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი. შტურმი 24 საათი გრძელდებოდა. დემონსტრანტებმა ალყის გარღვევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს აგურები და საწვავის ბომბები დაუშინეს, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთი პოლიციელი ფეხში მშვილდ-ისრით დაიჭრა.

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა. ჩენგი კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.