დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 491-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 37 წავიდა.

ზაგრებში გამართულ პარტიულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება პოპულისტების, მანიპულატორებისა და დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ტუსკმა სახალხო პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილება დონალდ ტუსკს პირველ დეკემბერს ეწურება. პოსტზე მას შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.