ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტს, მომღერალ ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვთან განშორების შემდეგ მომღერალი ყოფილ შოტლანდიელ მორაგბეს თომ ევანსს ხვდება.
The Sun-ის წყაროს მტკიცებით, თომი და ნიკოლი კარგად უგებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, თომი ყოველთვის ამბობდა, რომ ნიკოლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. შერზინგერსა და ევანსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერნეტ-მიმოწერა ჰქონდათ, შემდეგ კი ყოფილმა მორაგბემ მომღერალი პაემანზე დაპატიჟა.
მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ თომ ევანსმა შოუბიზნესში პოპულარობის მოპოვება სცადა და კონკურს The X Factor: Celebrity-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი სწორედ ნიკოლ შერზინგერი იყო.