ლუის ენრიკე ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია Sky Sports-ი ავრცელებს.
ენრიკემ ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, თავისი 9 წლის შვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც აგვისტოში, ძვლის ტვინის სიმსივნის გამო, გარდაიცვალა.
ესპანეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ჯგუფში პირველ ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ მორენომ მიღწეული წარმატება ლუის ენრიკეს მიუძღვნა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის მას თავისი ადგილი დაუთმოს. ენრიკე ესპანეთის ეროვნულ გუნდს 2018 წლის 9 ივლისიდან 2019 წლის 19 ივნისამდე ხელმძღვანელობდა და მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა ათიდან რვა თამაში მოიგო, ორი კი წააგო.