ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემის“ მწვრთნელი გახდა

ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემის“ მწვრთნელი გახდა

ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე მაურისიო პოჩეტინო ჟოზე მოურინიომ შეცვალა, რომელიც „მანჩესტერიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარი იყო.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა „დეზებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თორმეტი ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგაში 14 ქულით მე-14 ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კი დედაქალაქელებს ოთხი თამაშის შემდეგ 7 ქულა აქვთ და მეორე პოზიციას იკავებენ. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოურინიოს შვიდ გუნდში 25 ტიტული აქვს მოპოვებული.

47 წლის პოჩეტინო კლუბმა 20 ნოემბერს გაათავისუფლა. „ტოტენჰემს“ ის 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა. რაც შეეხება მოურინიოს, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ის 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს.