ბრიტანეთის საკონსულოს ყოფილი თანამშრომლის თქმით ის ჩინეთში აწამეს

ბრიტანეთის საკონსულოს ყოფილი თანამშრომლის თქმით ის ჩინეთში აწამეს

ჰონგ-კონგში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ ჩინეთში მას აწამებდნენ და ბრალად ქალაქში პოლიტიკური არეულობების წამოწყებას სდებდნენ. ამის შესახებ სემონგ ჩენგმა BBC-ს განუცხადა.

სემონგ ჩენგი ჰონგკონგელია, რომელიც ბრიტანეთის საკონსულოში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, ის აგვისტოში, ჩინეთში მოგზაურობის დროს, 15 დღით დააკავეს.

29 წლის ბიჭის თქმით, ის შებორკილი, თვალებახვეული და თავზე ნაჭერჩამოფარებული ჰყავდათ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში წყაროები აცხადებენ, რომ სემონგ ჩენგის აღიარების, რომ მას სცემდნენ, სჯერათ.

ჩინეთის ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით BBC-სთან კომენტრი ჯერ არ გაუკეთებია.

ჰონგ-კონგის პოლიციამ 18 ნოემბერს შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი. შტურმი 24 საათი გრძელდებოდა. დემონსტრანტებმა ალყის გარღვევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს აგურები და საწვავის ბომბები დაუშინეს, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა. ჩენგი კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.