მრავალი საბჭოთა მხატვრული ფილმის ერთ-ერთ მთავარ და “პოპულარულ” პერსონაჟს, ვლადიმერ ულიანოვი ანუ ლენინი წარმოადგენდა.
პროლეტარიატის ბელადი “საყვარელი” კინოსახე იყო და იშვიათად ნახავდით კინოსურათს, სადაც მის სახელს ერთხელ მაინც არ ახსენებდნენ.
მსახიობი ზურა ყიფშიძე იგონებდა:
“შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს “წუთისოფელი”. იქ ერთი სცენა იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი ოთახში და სრულ სიჩუმეში გამომეცხადებინა - “ლენინი მოკვდა!”.
ამ ფრაზას ვერ ვამბობდი და გადაღება ერთი კვირა გაიწელა. როგორ უნდა მეთქვა ეს? მერე შოთა მანაგაძემ ჭოჭი მომცა, შინ მივედი და დედაჩემს ვუთხარი: დედა, “ლენინი მოკვდა!”, ვერ ვთქვი და რაიმე მიშველე - მეთქი.
დედამ შემომხედა და მეუბნება: “წარმოიდგინე, რომ მე მოვკვდი. შვილო, ვითომ ლენინი ვარ”. გაგიჟდი ადამიანო, რას ამბობ - მეთქი. ბოლოს ერთი კვირა დედაჩემთან ვივარჯიშე.
მივედი გადაღებაზე, გავაღე კარი და ვთქვი - “ლენინი მოკვდა!“. სოფიკო ჭიაურელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: “ შვილო, ისეთი სახე გქონდა, თითქოს მართლა ლენინი მოკვდაო”.