ხათუნა ხოფერია ბარამიძეს : “გია, მოდი დავიწყოთ თავიდან, არსებობს წელიწადის 4 დრო…”

ხათუნა ხოფერია ბარამიძეს : “გია, მოდი დავიწყოთ თავიდან, არსებობს წელიწადის 4 დრო…”

 “ზამთარში წყლის ჭავლის გამოყენება ძალიან ცუდი ფაქტია. არასწორია ზამთარში წყლის გამოყენება – ეს არის ამ ხელისუფლების სისუტე. ძალა არის სამშობლოს სიყვარულში” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ბარამიძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და გია ბარამიძეს ირონიით მიმართავს:

“გია, მოდი დავიწყოთ თავიდან.

არსებობს წელიწადის 4 დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. შემოდგომის თვეებია: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი! დაიმახსორე?… მოკლედ, როცა ცივა, ეგ არ ნიშნავს რომ ზამთარია. წაი, ახლა, ჩემი ბიჭი….” – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.

Katana . ჰო, პოლიციასთან დაპირისპირებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცივი, თან ასეთი სველი წყლის გამოყენება არასწორია!

ხოლო აფრასიძეების მძინარე ოჯახისთვის, გამთენიისას, სამხედრო ვერტმფრენებიდან რაკეტების დაშენა, სახლ-კარის გადაწვა, ხელებაწეული ოჯახის უფროსის დახვრეტა, დახოცილების გაძარცვა - ყელიდან ვერცხლის ძეწკვის აგლეჯა და ბეჭდიანი თითის წაჭრა - სწორია!

ამ "ოპერაციის" ხელმძღვანელი, დღემდე დაუსჯელი ყოფილი მინისტრი რომ ახლა წყლის ჭავლს აპროტესტებს, ეს ნამდვილად არის ამ ხელისუფლების სისუსტე და სირცხვილი!
2 კვირის უკან