„არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი სერიოზულად ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს“

„არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი სერიოზულად ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს“

„საქართველო ოლიგარქის გარეშე“... „ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურად უნდა გადავტეხოთ“... ასეთია ოპოზიციის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც ჯერ კიდევ 4 თვის წინ პოლიტიკური კრიზისის დროს ქართულ საზოგადოებას პირობა მისცა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლით მიიღებდა პარლამენტს, რომელშიც ამ ქვეყნის ყველა აქტორი იქნებოდა წარმოდგენილი.

დღეს მოცემულობა შეიცვალა და ოპოზიციონრები „ქართულ ოცნებას“ პენსიაში გაშვებას უპირებენ. რას მიაღწევს გაერთიანებული ოპოზიცია და კუთხეში მიყენებული ხელისუფლება? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

მოტყუებული ქართული საზოგადოება, უწყვეტი საპროტესტო აქციების დაქადნება, კარვების ქალაქი და მმართველი გუნდის მიმართ მიცემული რჩევაწავიდეს, დაისვენოსქართული ოცნებისხელისუფლებამ“. ზოგიერთი პოლიტიკოსი გერმანულ მოდელს სთავაზობს ივანიშვილს, ზოგიერთი კი -პოლიტიკიდან ჩამოცილებას. რამდენად შორს წავა პროცესები?

- საპროტესტო აქციები, მით უმეტეს, პერმანენტული აქციები არ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ელოდება ოპოზიცია. ჩემი აზრით, ოპოზიციას დღეს იმის რესურსი არ აქვს, პერმანენტუილი აქციები გამართოს, თანაც გაურკვეველია, სადამდე გამართავენ ამ აქციებს. წესით, ოპოზიციამ უნდა დაისახოს კონკრეტული მიზნები და იბრძოლოს ამ მიზნების მისაღწევად.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ აქციებზე უარი განაცხადოს?

- აქციებზე კი არ უნდა თქვას უარი, არამედ აქციების პერმანენტულობასა და ისეთი მოთხოვნების დაყენებაზე, რომელიც ვითომც ამ პერმანენტულ აქციებს კვებავს და გაამართლებს. შექმნილი ვითარება ძალიან რთულია ხელისუფლებისთვისაც. როგორც ხედავთ, უკვე დასავლური სახელმწიფოების მთელი დიპკორპუსი ჩაერთო. მოკლედ, პარლამენტის მიერ ჩაგდებულმა გადაწყვეტილებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო ქართულ ოპოზიციურ თუ საზოგადოებრივ სპექტრში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. შესაბამისად, საჭიროა, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც გამოსავალი ეძებონ. გამოსავალი და კომპრომისები ურთიერთმისაღები უნდა იყოს. ასეთ ვარიანტად შეიძლება მოიძებნოს თუნდაც გერმანული ვარიანტი, ან კიდევ უკვე არსებული კანონპროექტის სახეცვლილად შეტანა და დაბრუნება პარლამენტში, ან კიდევ სხვაგვარი სიის წარდგენა.

ხელისუფლება თუ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მოსწრებადია ეს ყველაფერი და ეს დაამშვიდებდა სიტუაციას. თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ ყველაფერზე და იმის იმედად იქნება, ხალხს მოსწყინდება ქუჩა და წავა სახლშიო, კი ბატონო, ხალხი წავა სახლში და ქუჩას არ აქვს ამის რესურსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაღიზიანება, პრობლემა აორთქლდება. ეს ნელ-ნელა ილექება საზოგადოებაში და, როდესაც კულმინაციას მიაღწევს, როგორც იყო 2012-ში, თუ 2003-ში, მერე უკვე ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვრ შეაბრუნებს პროცესებს. ხელისუფლება იძულებული იქნება დატოვოს პოსტი, მაგრამ შეიძლება ახალი ციკლი დაიწყოს იმ უბედურებებისა, რომელიც, როგორც წესი, ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში.

ვაშინგტონში იმედგაცრუებულნი არიანქართული ოცნებისმიერ საკუთარი ნათქვამის უკან წაღების გამო და ეს იმ დროს, როცა არც ერთი ხელისუფლების ორი ვადაზე მეტი ხნით დარჩენას არ მიესალმებოდა დასავლეთი. ეს ხომ უნდა გაეთვალათ ბიძინა ივანიშვილს და მის მრჩევლებს, როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე აყენებდნენ საკუთარ თავს არა მარტო ქართული, არამედ დასავლური საზოგადოების წინაშე?

- კი, ბატონო, უნდა გაეთვალათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გათვალეს, ან იმედი ჰქონდათ, ან კიდევ აქვთ რაღაც რეზერვში, რასაც შემოგვთავაზებენ. გულწრფელად გითხრათ, არც იმას გამოვრიცხავ, ივანიშვილი სერიოზულად ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს და ეძებდეს ხელშეუხებლობის გარანტიებს. თავის დროზე ასეთი გარანტია მიიღო შევარდნაძემ, შემდეგ სააკაშვილმა.

ნაციონალებისგან“, კონკრეტულად კი სააკაშვილისგან, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი არ დაუკარგავს, ივანიშვილი ვერ მიიღებს გარანტიებს, რადგან სააკაშვილი ივანიშვილს ქონების ექსპროპრიაციით ემუქრება.

- გარანტიებში ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სპექტრს კი არ ვულისხმობ, არამედ დასავლეთს, რუსეთს. ყველას გვახსოვს შევარდნაძის გადაყენება, ჯერ ბეიკერი ჩამოვიდა, ბოლოს ივანოვი და ყველაფერი დამთავრდა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემთხვევაში არ გამოჩენილა ასე ღიად მოსკოვი, მაგრამ მოსკოვში რომ ყველაფერი იცოდნენ, რაც ხდებოდა საქართველოში, ესეც რეალობაა. როგორც წესი, პირველი პირები გარანტიებს ღებულობენ, მეორე პირები კი - სასჯელს. ასეთი ტრადიციაა ამ ქვეყანაში, ამიტომ არ გამოვრცხავ, მთელი ეს აჟიოტაჟი ამით იყოს გამოწვეული.

როგორ ფიქრობთ, ვადამდელი არჩევნები არ იქნებოდა ხსნა ივანიშვილისთვის?

- თუ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და ორპოლუსიანი სივრცე დატოვა, ცხადია, ვადამდელი არჩევნები ხსნა იქნება მისთვის და ის მოიგებს არჩევნებს. თუ მისი საპირწონე იქნება „ნაცმოძრაობა“, ივანიშვილი ისევ მოიგებს ამ არჩევნებს. სამწუხარო რეალობა ასეთია და რატომ ჩქარობს ოპოზიცია, რატომ არ მიჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ მოვლენებს და რატომ ამბობს, რომ იქნება პერმანენტული საპროტესტო აქციები, ეს არ მესმის. ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილს შეუძლია უარი უთხრას ყველას, მათ შორის, დასავლეთსაც და თავისი გადაწყვეტილებები მიიღოს. პერმანენტულ აქციებს რაც შეეხება, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, 2009-ში სამი თვე მიდიოდა აქციები, გადაკეტილი იყო რუსთაველი და თავისუფლების მოედანი, კარვების ქალაქი იყო, მაგრამ მაშინ კომპრომისზე არ წავიდა „ნაცმოძრაობა“ და იმ მშვენიერი ზაფხულის დღეებშიც კი იძულებული გახდა მაშინდელი ოპოზიცია, აქცია დაეშალა. როგორ გგონიათ, ამ სიცივესა და უბედურებაში რამდენ ხანს შეიძლება პერმანენტული აქცია გააგრძელონ?! ამიტომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს, ცოტა გონივრული ნაბიჯები გადადგას, თუკი მათ უნდათ, ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. აბსურდია დაქადნება, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ვერაფერსაც ვერ იზამენ.

ამდენი განსხვავებული ხალხი დაირაზმა ოპოზიციიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არაფერს ნიშნავს?

- ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ძალიან პარადოქსული რამეა, რომ 2012 წელს „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა უფრო მეტი მხარდამჭერი, ვიდრე დღეს ჰყავს „ქართულ ოცნებას“. ამავდროულად, იმავე 2012 წელს ოპოზიციას ჰყავდა უფრო მეტი მომხრე, ვიდრე დღევანდელ ოპოზიციას, ესეც პარადოქსია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც „ნაცმოძრაობა“ არ მოსწონდა, მაშინდელი ოპოზიცია მიუღებელი არ ყოფილა. დღევანდელი ოპოზიციის ნაწილი კი, თუნდაც იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის უბრალოდ მიუღებელია. სწორედ ეს არის პრობლემა და, თუ არ უნდათ ამის გააზრება, ვერაფერსაც ვერ შეცვლიან. ამიტომ აჩქარება ამ თემებში არ ღირს, გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იმოქმედონ მიზნის მისაღწევად. თუნდაც იმავე 2009-ში ძალიან კარგად გვახსოვს, სტადიონზე შეკრებილი საზოგადოება პატრიარქს რომ მიადგა, რამე გვითხარითო. ისტორიის ცოდნას არ ვითხოვთ, მაგრამ გუშინდელი დღე, როცა თავად იყვნენ პროცესების მონაწილენი ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას, ნამდვილად უნდა ახსოვდეს ჩვენს ოპოზიციას, თუ უნდათ, რაიმეს მიაღწიონ.

 

სოციალისტი ვერ გავიგე ამ ქვეყნის ლოგიკა, ამ ხალხის, ამ ექსპერტების?! აგერ ძაბირძე წერს - არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი სერიოზულად ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს. შემდეგ სტატიაში ამძაფრებს - და ეძებდეს ხელშეუხებლობის გარანტიებს. თავის დროზე ასეთი გარანტია მიიღო შევარდნაძემ, შემდეგ სააკაშვილმა". მებადება ბუნებრივი კითხვა, რა დააშავა ივანიშვილმა ასეთი, რომ მას ვიღაცამ (ებმა) ხელი "შეახონ"?! მართლა ჩალითაა დახურული ეს ქვეყანა? მაშ სამართლიანობა საერთდ აღარ არსებობს?! კაცი თავის ძალას, ენერგიას, დროს და უზარმაზარ ფინანსურ სახსრებს ახარჯავს ქვეყნას, აშენებს, ამშვენებს, ჩუქნის სახელმწიფოს.... კიდევ მაშტაბური პროექტები მოგველის წინ. ამას გარდა ფულად შემწეობას უწევს მეცნიერებას, ხელოვნებას, პირდაპირ თავისი სალაროდან იღებს და სიებით ურიგებს ადამიანების დიდ კატეგორიას(არ იმარჩიელოთ, მე არ ვარ იმ სიაში, იმიტომ რომ არ მეკუთვნის) . თუ რამე სტიქია მოხდა, რამე ჩამოვარდა, სადღაც ძლიერად გაწვიმდა, სეტყვა მოვიდა, ვიღაც ავად გახდა, სამკურნალო ფული ვერ იშიოვა, ვის უთხრა უარი?! მილოიონობით დახმარება აქვს გაწეული ყველგან, ყველასთვის! რა გინდათ, რას ერჩით, ჭკუიდან გადახვედით მთელი ქვეყანა?! ახლა რომ ეს დაზომბირებული ახალგაზრდები, მონღოლ-თათრების გენებით, გნიასობენ გადაგვაგდოო და სათავეში მომწოდებლად შეშლილი გიგი უგულავა უდგათ, რომელმაც მგონი ხუთწლიანი სასჯელი მოიხადა საკუთარი მერობისას 50 მილიონი ლარი ბიუჯეტის ფულის გაფლანგვისათვის, ამ უპასუხისმგებლო ჭკუანაღრძობების ახირებისათვის პროპორციული არჩევნები გვიჩევნია, კონსტიტუციურ შერეულსო და ააქოთეს, რუსთაველი, თბილისი, ქვეყანა! ამათ, ამ დაბოლილების ჭკუაზე უნდა იაროს საქართველომ?! არნახული ქველმოქმედი და აღმშენებელი უნდა წავიდეს, ამ ვიგინდარებს დაემალოს და უგულავა და ბოკერია უნდა მოვიდნენ?!
არ ვარგა ქართველო ერო თქვენი საქციელი, არა!
4 წლის უკან
Katana . სოციალისტო, სავსებით, ყველა სიტყვაში გეთანხმები... თორემ რამენაირი შეხება კი არა, საერთოდ "ლაივშიც" არ მინახავს ეს კაცი.
მართალი გითხრა, არც ის ვიცი, რომელი საარჩევნო სისტემა სჯობია, მაგრამ ერთი რამე აშკარად მეტყველებს, სულ ტყუილა რომა აქვთ აგორებული ეს პროტესტის ტალღა: თუ ასეთი კარგი იყო ეს პროპორციული სისტემა და ასეთი პანაცეაა დემოკრატიისათვის, რატომ თავისი მმართველობის იმ 9 წლის განმავლობაში არ მიიღეს ნაცებმა?
მაინც, რამ შეუშალათ ხელი? ბაქრაძის მეტისმეტად პრინციპული და თავნება პარლამენტი არ დაემოჩილა სააკაშვილს თუ წელს იქნა აღმოჩენილი პროპორციული არჩევნების სისტემა, როგორც მენდელეევის სისტემაში ახალი ელემენტი?
საერთოდ არ უნდა აზროვნებდე ადამიანი, რომ ვერ დაინახო, რა ხელოვნურად არის ატეხილი ეს აჟიოტაჟი!.. ხელოვნურად და ერთადერთი მიზნით - იქნებ როგორმე გავიმეოროთ 03 , დავამხოთ ხელისუფლება და ისევ ჩვენ დავბრუნდეთო!
4 წლის უკან
trampi "დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
4 წლის უკან