„ჩვენი პრობლემაა ის, რომ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის შეცვლას ვერ ვახერხებთ მანამ, სანამ რევოლუციამდე არ მივალთ“

„ჩვენი პრობლემაა ის, რომ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის შეცვლას ვერ ვახერხებთ მანამ, სანამ რევოლუციამდე არ მივალთ“

ოპოზიციის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ბუნტის იმიტაციას ქმნის პარტიაში, რასაც მმართველი გუნდის წევრების გასვლა მოჰყვება პარტიიდან. იმის გამო, რომ ამდენი გამბედავი დეპუტატი ერთბაშად არავის უნახავს „ოცნებაში“, სწორედ ამან გააჩინა კითხვა, ხომ არ იყო ეს გუნდის შიგნით დადგმული სპექტალი?!

აქამდე მდუმარე მაჟორიტარი დეპუტატები გააქტიურდნენ და არ მალავენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათი შეხვედრა იყო მძიმე, მაგრამ ვერანაირი ზეწოლა და დაშინება აზრს ვერ შეაცვლევინებდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რის გამოც მთავრობა ვერ დაკომპლექტდება და ყოველ წელს მოგვიწევს არჩევნების ჩატარება.

რა პლუსები და მინუსები აქვს პროპორციულ სისტემას და რატომ წაიღო მმართველმა გუნდმა თავისი სიტყვები უკან პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით?!

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ სისტემას მხარს დაუჭერდა. უბრალოდ, გასარკვევი ის იყო, „ქართული ოცნების“ დეპუტატები როგორი უმრავლესობით დაუჭერდნენ მხარს ამ სისტემას.

„კონსტიტუციის თანხმად, თუ ეს კანონპროექტი 2/3-ით იქნება მიღებული, მაშინ პროპორციული სისტემა ამოქმედდება შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის, ანუ 2020-ის არჩევნები ჩატარდება შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემით და ამის შემდეგ უკვე პროპორციული სისტემა იქნება შემოღებული, რაც ისედაც არის გათვალისწინებული. ხოლო, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ¾-ით იქნა მიღებული, მაშინ ცვლილებები ამოქმედდება უკვე 2020-სთვის. თუმცა „ოცნებამ“ უკან დაიხია და არ მიიღო პროპორციული სისტემა. ეს გასაკვირი იყო, რადგან ჩვენისთანა ქვეყნებისგან დასავლეთი მოითხოვს, ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკური ძალა ორ ვადაზე მეტხანს არ დარჩეს. მეორე ფაქტორია, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი შეერთებული შტატები სკეპტიკურად უყურებს ჩვენთან არსებული საპარლამენტო რესპუბლიკის თავისებურებას, ანუ იმას, რომ პირი, რომელიც პროცესებს მართავს, არალეგიტიმური, არაპირდაპირი სახელმწიფო თანამდებობის პირია, რომელიც პასუხს არ აგებს. შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, თუ რატომ დათანხმდა თავის დროზე მმართველი გუნდი პროპორციულ სისტემას. შეიძლება, მე გამონაკლისი ვიყო, მაგრამ მაინც მიმაჩნდა, რომ პროპორციული სისტემით, ბარიერის ნულოვანი ვარიანტით თუ ჩატარდებოდა არჩევნები, „ოცნება“ ნამდვილად პირველი იქნებოდა. მე არ ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდოდნენ ისინი, ან 60%-ით, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობდა, მაგრამ ფარდობით უმრავლესობაში ისინი ნამდვილად იქნებოდნენ“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბრისას.

მანვე არ გამორიცხა მაჟორიტარების მხრიდან თამაში, რაც იმისთვის გახდა საჭირო, რათა მერე „ოცნებას“ ჰქონოდა იმის თქმის საშუალება, ხედავთ, ჩვენთან დემოკრატიაა, ჩვენს გუნდში მყოფი მაჟორიტარები არ დაეთანხმნენ ჩვენს მოსაზრებას და წინააღმდეგობა გამოხატეს. და ეს მაშინ, როცა ვენეციის კომისიამ არაერთხელ მოგვცა რეკომენდაცია, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში დაუშვებელია კონსტიტუციის იმ ნაწილის გადასინჯვა, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ავთანდილ დემეტრაშვილი დარწმუნებული იყო, რომ პროპორციულ სისტემაზე 2020-ში გადავიდოდით, ირაკლი კობახიძის ახლახანს გამოცემული სახელმძღვანელო - „კონსტიტუციური სამართალი“ იყო, სადაც კობახიძე თითქმის კატეგორიულად ამბობდა, რომ მალე პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები. ავთანდილ დემეტრაშვილის აზრით, მას უჯერებენ „ოცნებაში“, მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის „ოცნების“ მეორე პირი.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ირაკლი მორჩილი მონაა. ირაკლის თავისი პოზიციები გააჩნია. რამდენადაც ვიცი, იგი კვლავ ბიძინასთან დაახლოებული პირია და რამდენიმე დელიკატურ საქმეს ახორციელებს არჩევნებთან დაკავშირებით. ირაკლი ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე ჩვენი ქვეყანა მალე გადავა. კონკრეტულად 2020-ზე არ ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს პროექტი არსებობს“.

ავთანდილ დემეტრაშვილი სულაც არ მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უსამართლო იყო. მისი თქმით, წამყვან დემოკრატიებში ორივე სისტემა გამოიყენება, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული. მთავარია, როგორ იყენებ მაჟორიტარულ სისტემას.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მხოლოდ პროპორციული სისტემა საქართველოში არ ყოფილა, ჩვენთან ყოველთვის იყო შერეული სისტემა. როგორც წესი, ხელისუფლებაში მყოფთაგან არავის სურს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ოპოზიცია ყოველთვის ითხოვს პროპორციულს, მაგრამ, თუ მერე ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, უკვე აღარ აწყობს პროპორციული სისტემა.

„პროპორციული სისტემა აქამდე რომ ყოფილიყო, ძალიან დიდი ხნის წინ გვეყოლებოდა კოალიციური მთავრობები. ამ საკითხისადმი უარყოფითი მიდგომა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევს პროპორციული სისტემა. დღევანდელი სისტემის ნაწილი პროპორციულია და ნაწილი მაჟორიტარული, ანუ 77 მანდატი პროპორციულია, 73 მანდატი მაჟორიტარული. პროპორციული სისტემის დროს ამომრჩევლები პარტიას აძლევენ ხმას მთელი საქართველოს მასშტაბით და რამდენ პროცენტსაც მიიღებს პარტია, იმის მიხედვით ნაწილდება მანდატები. მაჟორიტარში კი ვისაც გაიყვანენ, უბრალოდ ხდება ამის დაჯამება და პროპორციულში გაყვანილებს მაჟორიტარები დაემატება. რაც შეეხება უშუალოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამ დროს მაჟორიტარობა იხსნება. ამიტომ პროპორციული ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის მიღება ხელისუფლებას სურს მაჟორიტარების ხარჯზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რა რისკს შეიცავს პროპორციული სისტემა და ნიშნავს თუ არა, რომ პროპორციული სისტემით მთავრობა ვერ დაკომპლექტდება?!

ამის შესახებ პოლიტოლოგი განმარტავს, რომ რისკს პროპორციული სისტემა კი არა, არამედ საპარლამენტო მმართველობა შეიცავს. ის არგუმენტი, რომ პროპორციული არ ვარგა, რადგან ისრაელში თურმე ყოველ მეორე წელს ტარდება არჩევნები, ვახტანგ ძაბირაძეს წონად არგუმენტად არ მიაჩნია. მისი თქმით, დიახ, ისრაელში ხშირად ტარდება არჩევნები, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ბიოგრაფია ადასტურებს, რომ ნულიდან, უდაბნოდან დაწყებულმა ისრაელმა, სადაც პროპორციული სისტემა და საპარლამენტო რესპუბლიკაა, ცხოვრების მაღალ დონეს მიაღწია სულ რაღაც 50-60 წელიწადში.

„ჩვენ კი 30 წელია, ვანგრევთ სახელმწიფოს და ნაბიჯი ვერ გადაგვიდგამს წინ. იტალიაში იყო პერიოდი, როდესაც ყოველ წელს ტარდებოდა არჩევნები, მაგრამ არჩევნებში კი არ არის პრობლემა, არამედ ჩვენი პრობლემაა ის, რომ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის შეცვლას ვერ ვახერხებთ მანამ, სანამ რევოლუციამდე არ მივალთ. სწორედ ეს წარმოშობს ნეპოტიზმს, ოლიგარქიას, კორუფციას. წარმოშობს იმას, რომ პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურები ერწყმება ერთმანეთს. ყოველ ორ წელიწადში რომ შეიცვალოს მთავრობა, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ამიტომ არასტაბილურობაზე ლაპარაკს სჯობს, ხელისუფლება შეიცვალოს და ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, ვიდრე ხელისუფლების შესაცვლელად იყოს არასტაბილური ვითარება. მომავალ არასტაბილურობაზე რომ ლაპარაკობენ, დღეს რა, არასტაბულური ვითარება არ გვაქვს ქვეყანაში?!“

 

 

 

 

 

სოციალისტი თითონ რა პრ-----ებიც არიან ისეთივე ჰგონიათ ბიძინა ივანიშვილი. გადაგვაგდო, სპექტაკლი გაიტამასა, აბა ის 40 დეპუტატი ამას ტავისით ხომ ვერ იზამდა და ა.შ. ეს არის სულ მათი მსოფლმხედველობრივოი გაქანება! წადთ რა,შააყოლეთ ბიძინას თავი გაანებეთ! აცალეთ ადამიანი მუშაობს, თქვენს საკეთებელსაც ის ერთი აკეთებს!
4 წლის უკან
სოციალისტი თითონ რა პრ-----ებიც არიან ისეთივე ჰგონიათ ბიძინა ივანიშვილი. გადაგვაგდო, სპექტაკლი გაითამაშა, აბა ის 40 დეპუტატი ამას თავისით ხომ ვერ იზამდა და ა.შ. ეს არის სულ მათი მსოფლმხედველობრივოი გაქანება! წადთ რა,შააყოლეთ ბიძინას თავი გაანებეთ! აცალეთ ადამიანი მუშაობს, თქვენს საკეთებელსაც ის ერთი აკეთებს!
4 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემულო ექსპერტებო!!! 1999 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პარლამენტის თავჯდომარის პოსტი ეკავათ ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს, ბ-ნ დავით ბაქრაძეს და ბ-ნ დავით უსუფაშვილს. რატომ მაშინ არ გადავიდნენ პროპორციულ საარცევნო სისტემაზე...
4 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემულო ექსპერტებო!!! 1999 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პარლამენტის თავჯდომარის პოსტი ეკავათ ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს, ბ-ნ დავით ბაქრაძეს და ბ-ნ დავით უსუფაშვილს. რატომ მაშინ არ გადავიდნენ პროპორციულ საარცევნო სისტემაზე...
4 წლის უკან
არაგველი641 tngh - მასეთი სიმართლის გაგონება მაგათ არ უნდათ! ეგენი ყველანი მტკარში არიან გადასაყრელები!
4 წლის უკან