ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ ზვერევი სკანდალში გაეხვა. ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სტეფანოს ციციპასთან მატჩის დროს, კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ზვერევი სავარაუდოდ ჩანთაში დამალულ ტელეფონს იყენებდა.
არსებული წესების მიხედვით, ჩოგბურთელებს თამაშის დროს ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ეკრძალებათ, რადგან გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეთ.
თავად ზვერევი ტელეფონის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მტკიცებულების დადასტურების შემთხვევაში ჩოგბურთელს მინიმუმ 250-ათას ევროიანი ჯარიმით, ან სერიოზული დისკვალიფიკაციით დასჯიან. ზვერევი ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის შარშანდელი ჩემპიონია.