საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. არგენტინის ეროვნულმა გუნდმა მისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქე, ბრაზილიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების ბურთი ალბისელესტეში დისკვალიფიკაციით გამოწვეული 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა. „ელ მონგოლიკოს“ მე-13 წუთზე თავისივე გამომუშავებული პენალტი ედერსონმა აუღო, თუმცა დამატებაზე თავად მესიმ ითამაშა და გოლი გაიტანა.
ამ მომენტამდე სამი წუთით ადრე ანგარიშის გახსნა სელესაოს შეეძლო, მაგრამ გაბრიელ ჟეზუსმა თერთმეტმეტრიანი ააცილა.