მოზარდი, რომელმაც კალიფორნიის სკოლაში თანატოლები მოკლა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელმაც კალიფორნიის სკოლაში თანატოლები მოკლა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელმაც ამერიკის ქალაქ სანტა-კლარიტაში საკუთარ დაბადების დღეზე ცეცხლი გახსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ Lოს Aნგელეს თიმეს-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, 16 წლის ბიჭის მოტივების დადგენაზე გამოძიება მუშაობს. დეტექტივებმა მისი დედა და შეყვარებული დაკითხეს და სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარიტას სკოლაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე გარდაცვლილი ამავე სკოლის მოსწავლეა. დაღუპულია 16 გოგო და 14 წლის ბიჭი. 5 ადამიანის დაჭრის შემდეგ თავდამსხმელმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა საავადმყოფოში მოხვდა. ისიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო.