ცნობილი ინგლისელი დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი დეკემბრის თვის პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. გამოცემა Mirror-ს ინფორმაციით, ეს ფაქტი 2019 წლის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა. დიზაინერმა თავისი ბრენდი კიდევ უფრო გააფართოვა და რამდენიმე თვის წინ 10 წლის იუბილეც აღნიშნა. ასევე მიმდინარე წელს ვიქტორიამ კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და აქტიური ბლოგერობა დაიწყო.
ექსკლუზიური ინტერვიუ ბექჰემთან Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ჩაწერა, ფოტოები კი ცნობილმა ფოტოგრაფმა ალექსი რუბომირსკიმ გადაიღო. გამოცემის ცნობით, 45 წლის ვარსკვლავმა და 4 შვილის დედამ თავის მთავარ მიღწევად კარგი დედობა და მოდის სახლის სათავეში ყოფნა დაასახელა.
ვიქტორია ბექჰემი უკვე მრავალი წელია ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ცოლია. მათ ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად მიიჩნევენ.