პრინცმა ჩარლზმა დაბადების დღე ინდოეთში აღნიშნა

პრინცმა ჩარლზმა დაბადების დღე ინდოეთში აღნიშნა

პრინცი ჩარლზი 71 წლის გახდა. გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ იუბილე ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა.

ბავშვებმა პრინცი ჩარლზის იუბილესთან დაკავშირებით სიმღერა შეასრულეს და ტახტის მემკვიდრეს მისალოცი ბარათები გადასცეს.

პრინცი ჩარლზი ინდოეთს სამი დღით სტუმრობს.