მსოფლიო ვარსკვლავმა, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, რეჟისორი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა.
ლოპესის განცხადებით, მას რეჟისორმა გადაღების დაწყებამდე მოსთხოვა, რომ მკერდი გაეშიშვლებინა, რამაც მომღერლის აღშფოთება გამოიწვია. „ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი. გავიხდიდი მხოლოდ გადასაღებ მოედანზე კამერის წინ, სცენარის მიხედვით“, - განაცხადა ჯენიფერ ლოპესმა.
2019 წლის ივლისში ჯენიფერ ლოპესს 50 წელი შეუსრულდა. 12 სექტემბერს კი კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი „სტრიპტიზიორები“, სადაც მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.