ტურინის "იუვენტუსის" ხორვატი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა. მანჯუკიჩსა და კლუბს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და დეკემბერში მარიო ინგლისში გადაბარგებას დაიწყებს, რათა ადაპტაცია მალე გაიაროს.
"იუვენტუსში" მაურიციო სარის მოსვლის შემდეგ მანჯუკიჩს თამაში არ უწევდა. ხორვატს ზაფხულში ყატარიდან შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა თავდამსხმელმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ტრავმის მიღების რისკის გამო მანჯუკიჩმა გუნდთან ერთადაც შეწყვიტა ვარჯიში და ინდივიდუალურად აგრძელებს მზადებას.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონზე შეუთანხმდება "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს". მანჯუკიჩს ოფიიალურად ჰქონდა უფლება სხვა კლუბთან ეწარმოებინა მოლაპარაკება. ხორვატმა "ბიანკონერის" მაისურით 162 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.