საფრანგეთში უხვ თოვლს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში უხვ თოვლს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ ყველაზე მეტად დრომის, არდეშის, იზერისა და რონის დეპარტამენტები დააზარალა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 200 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. უხვთოვლობის გამო გრენობლისა და ლიონის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა. 63 წლის მამაკაცი იზერის დეპარტამენტში წაქცეულმა ხელ იმსხვერპლა.