კალიფორნიაში სროლისას სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ

კალიფორნიაში სროლისას სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ

კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარიტას სკოლაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე გარდაცვლილი ამავე სკოლის მოსწავლეა. დაღუპულია 16 გოგო და 14 წლის ბიჭი. კრიტიკულ მდგომარეობაშია კიდევ ორი მოზარდი.

დაშავებულია თავდამსხმელიც, რომელმაც სროლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. როგორც ირკვევა, ისიც ამავე სკოლის მოსწავლეა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავე აზიური წარმოშობის კაცია, რომელსაც შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას 6 ადამიანი დაიჭრა.