თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას შუა თითი აქციის მონაწილეებისთის, რომელბიც „ქართული ოცნების" ოფისთან იყვნენ შეკრებილები მათთვის არ უჩვენებია.
კალაძემ, „ფორმულა" „ფეიქნიუსის" შექმნაში დაადანაშაულა.
„ამას დავარქმევდი სამარცხვინოების უმაღლეს წერტილს, ეს ნათელი მაგალითი თუ როგორ მზადდება „ფეიქნიუსები", მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის, ეს ადამაინები აქ იმყოფებიან ახლა და თქვენ შეგეძლოთ მათთვის დაგესვათ კითხვა, თუ ვის მიმართ იყო, „ფეიკნიუსი" მზადდება ასე.
ეგ ჩემი საქმეა, ვის ვაჩვენე შუა თითი, თქვენი მხრიდან გაშუქებული, რომ თითქოს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე, ეს იყო არასწორი ინფორმაცია", - აცხადებს კახა კალაძე.