ხათუნა ლაგაზიძე: აი, ძალიან მაინტერესებს, ოპოზიცია, რომელიც მხართეძოზე წამოწოლილმა გაატარა მთელი ზაფხული და შემოდგომა, როგორ აპირებს სიტუაციის შემოტრიალებას?!“

ხათუნა ლაგაზიძე: აი, ძალიან მაინტერესებს, ოპოზიცია, რომელიც მხართეძოზე წამოწოლილმა გაატარა მთელი ზაფხული და შემოდგომა, როგორ აპირებს სიტუაციის შემოტრიალებას?!“

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და პასუხს ოპოზიციისგან ითხოვს:

"აი ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებს ოპოზიცია სიტუაციის შემოტრიალებას?! ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს ალტერნატიული გეგმა მოვლენათა განვითარების; ოპოზიცია, რომლემაც მხართეძოზე წამოწოლილმა გაატარა მთელი ზაფხული და შემოდგომა, იმის ნაცვლად, რომ კარდაკარ დაევლო მთელი საქართველო, განემარტა თითოეული ამომრჩევლისთვის როგორი სარკომად იქცნენ მაჟორიტარები ქვეყნისთვის, როგორ ვაჭრობენ უსინდისოდ თითოეული ჩვენგანის ინტერესებით, როგორ გვყიდიან ჩვენს და ჩვენს ქვეყანას თავისი ბინძური ფულებისთვის; ოპოზიცია, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ მოკავშირედ ექცია პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლაში; ოპოზიცია, რომელმაც არ ისურვა დიპკორპუსის მობილიზება და მიყვანა პარლამენტში გუშინწინ, როცა ჯერ კიდევ იწყებოდა ამ საკითხის განხილვა; როგორ დაუშვა ოპოზიციამ ის, რომ "ოცნება" ამ ცვლილებას სულ ტაშისცემით მიიღებდა; როგორ არ იფიქრა ოპოზიციამ იმაზე, რომ რუსეთი პროპორციული არჩევნების შემოღებით საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა ფაქტობრივად უკვე სრულად აღებულ კონტროლს საქართველოზე?! თქვენ როცა ეს ყველაფერი ვერ გათვალეთ, დღეს როგორ უნდა შემოატრიალოთ კანონიერი, კონსტიტუციური გზებით სიტუაცია, პასუხს ვითხოვ!"

tngh ქ-ნო ხათუნა!!! აშშ-ში, ინგლისში და კიდევ იმ ბევრ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ტარდება არჩევნები, არის თუ არა დემოკრატია??? თუ დიქტატურაა თქვენის აზრით...
4 წლის უკან