ზედმეტად ნუ იმუქრებიან - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

ზედმეტად ნუ იმუქრებიან - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის გამო ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ საყოველთაო მობილიზაციასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ტყულად არ უნდა იმუქრებოდნენ.

„რადიკალური მოქმედებები არ არის ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, არის რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან არ უმაგრებთ ზურგს ხალხის მხარდაჭერა. ეს არის რეალური და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემედეგ. ბუნებრივია, მათ ეს მუქარები არ გაუვათ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.