გია აბაშიძე : “მოკლედ ვიტყვი ჩემ აზრს…”

გია აბაშიძე : “მოკლედ ვიტყვი ჩემ აზრს…”

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო.

სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, მათგან 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კანონპროექტის ჩაგდების საკითხს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“მოკლედ ვიტყვი ჩემ აზრს – უპასუხისმგებლო და სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგეა უკლებლივ ყველა ის დეპუტატი, ვინც ხმა არ მისცა [თავშეკავებაც იგივეა]!” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი “ევროპულმა საქართველომ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატებმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატებიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, სამმა (ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე) წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს: ირაკლი აბუსერიძემ,  ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ანზორ ბოლქვაძემ, გოგა გულორდავამ, გოჩა ენუქიძემ, მუხრან ვახნტანგაძემ, ცოტნე ზურაბიანმა, ედიშერ თოლორაიამ, შალვა კიკნაველიძემ, კობა კობალაძემ, კარლო კოპალიანმა, გიორგი კოპაძემ, კობა ლურსმანაშვილმა, იოსებ მაკრახიძემ, სამველ მანუკიანმა, გურამ მაჭარაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, გოგი მეშველიანმა, სავალან მირზოევმა, რომან მუჩიაშვილმა, დიმიტრი მხეიძემ, პაატა მხეიძემ, თამაზ ნავერიანმა, რუსლან პოღოსიანმა, დავით სონღულაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, გოდერძი ჩანქსელიანმა, ოთარ ჩრდილელმა, ნინო წილოსანმა, შოთა ხაბარელმა, ლერი ხაბელოვმა, ირაკლი ხახუბიამ, თენგიზ ხუბულურმა და ვიქტორ ჯაფარიძემ.