მამუკა მდინარაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება

მამუკა მდინარაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება

მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს! – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. რაციონალურად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს!“, – განაცხადა მდინარაძემ.