“კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს და მას როგორც პრეზიდენტს ისე მიმართავს:
“მიმართვა მიხეილ სააკაშვილს! პირველად ვწერ ასე, ვამბობდი , რომ არ ჩამოვიდეს ,რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს , ამ სამართლებრივ სისტემაში, სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც, სადაც თურმე, როგორც “ პატრიოტთა ალიანსის “წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ “ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო”) დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა თქო! ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერააა ( ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს გარდა) მეც დამიჭიროს, რადგან ამ “ ფეოდალის მიერ გადაბარებულ ქვეყანაში) სიცოცხლეც არ ღირს!
კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა , რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება ( რაც უდავოდ იყო)იმ 9 წლიანი მოღვაწეობიდან, და ის “ მოგონილ- გაზვიადებული შიშიც “გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, და “ იმ 9 წლით აშინებს”, გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ “ქვეყნის განადგურება და უზურპაცია”, შევაჩეროთ უზურპატორი “ კანონით და სამართლით”- ძალა ერთობაშია- კოალიციაში- ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!!მხოლოდ კოალიცია- მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა! !!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო!!” – წერს თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.