რომან გოცირიძე: „გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ“

რომან გოცირიძე: „გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ“

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

დეპუტატი მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

„ნურავინ წარმოიდგენს, რომ პროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტი იქნება ის, რაც გუშინ იყო. გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ. ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს ამ დარბაზში. ამას გინდათ მუქარა უწოდეთ, გინდათ გაფრთხილება. გაფრთხილების ფორმით ვამბობ. დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. დღეს ქართველი ხალხი არის ერთსულოვანი, სატელიტი პარტიებიც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები არიან" ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

თამაზი ყ-ო კაცო, როცა უმრავლესობაში იყავით, მაშინ რატომ არ შეცვალეთ კანონი. ნაცებო და ქოცებო, ორივენი ნეხვები ხართ
5 წლის უკან
tngh ამას ისევ XX საუკუნის 90-ანი წლები ჰგონია, რუსეთის დახმარებით ხელისუფლება, რომ დაამხეს... ქალაქში სრული სიმშვიდეა. მხოლოდ "ჭუტავიზია", "ემავიზია", "აქუვიზია"... "ბოღმა TV" ქმნიან არეულობის ცრუ სურათს. რეგიონები კი კმაყოფილებას არც მალავენ...
5 წლის უკან