დორტმუნდის „ბორუსიის“ ინგლისელ ნახევარმცველს, ჯეიდონ სანჩოს, კლუბიდან წასვლა გადაუწყვეტია - წერს Daily Mail.
წყაროს ცნობით, 19 წლის მოთამაშე უკმაყოფილოა გუნდში საკუთარი მდგომარეობით და მომავალ ზაფხულს ბუნდესლიგის დატოვებას აპირებს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანჩო სანაკრებო შეკრებიდან ერთი დღით გვიან დაბრუნდა კლუბის განკარგულებაში, რისთვისაც 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს. შემდეგ მას ახსნა-განმარტება დასჭირდა მწვრთნელებთან, როცა ცალკე ვარჯიშობდა.
ასევე „ბორუსიის“ დამრიგებელმა „ბაიერნთან“ შეხვედრაში ის 36-ე წუთზე შეცვალა, თუმცა კარგად იცოდა, რომ სანჩო მატჩების ბოლოს გაცილებით ეფექტურია. ლიუსიენ ფავრმა ინგლისელს უთხრა, რომ მისი თამაშით უკმაყოფილო იყო.
ბოლო ინფორმაციით, ჯეიდონის გადასაბირებლად ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო. მის გარდა ნიჭიერი ინგლისელის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „რეალს,“ „ბარსელონას“ და პსჟ-ს სურთ.