მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. პოლონელი თავდამსხმელი "რეკორდმაისტერის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დასახელდა, რისთვისაც აქამდე "ბაიერნის" არც ერთ მოთამაშეს არ მიუღწევია.
გასულ თვეში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ლევანდოვსკიმ შვიდი ბურთი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მოედანი უგოლოდ საერთოდ არ დაუტოვებია - 31 წლის ფორვარდის ანგარიშზე ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ,15 თამაშში 22 გოლია.
ლევანდოვსკის არაჩვეულებრივი გამოსვლის მიუხედავად, "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს და 21 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა. სამაგიეროდ, მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხიდან ოთხი თამაში მოიგეს და ფლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდეს.