რუსეთში სტუდენტმა კოლეჯში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი

რუსეთში სტუდენტმა კოლეჯში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშენსკში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ცეცხლი სამშენებლო კოლეჯის სტუდენტმა  გახსნა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედი ერთ-ერთ აუდიტორიაში ჩაიკეტა. ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა ის საპასუხო ცეცხლისას დაჭრეს.

კოლეჯიდან სტუდენტების ევაკუაციის შემდეგ შენობაში 2 ადამიანის, მათ შორის თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს: მან თავი მოიკლა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, წინასწარი ცნობით, მომხდარის მიზეზი სტუდენტებს შორის კონფლიქტი გახდა.