BBC: ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ამოქმედდა

BBC: ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და ღაზის სექტორს ორდღიანი ბრძოლების შემდეგ, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ამის შესახებ ეგვიპტისა გაეროს წარმომადგენლები, ასევე „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლები აცხადებენ. ინფორმაციას BBჩ ავრცელებს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“(PIJ) მეთაური დაიღუპა.

ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან ორდღიანი ავიაიერიშების შედეგად სულ ცოტა 32 პალესტინელი დაიღუპა, 63-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება და სტრესი მიიღო.

12 ნოემბერს ისრაელმა ღაზის სექტორში მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა დაიღუპა.