9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვის სტატუსს მალე ნიდერლანდებში მცხოვრები 9 წლის ვუნდერკინდი, ლორან სიმონსი მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა.

საშუალო და უფროსი კლასის 6-წლიანი პროგრამა 9 წლის ვუნდერკინდმა 1.5 წელიწადში დაფარა და გასული წლის ზაფხულში, როდესაც ის 8 წლის იყო საშუალო განათლების ატესტატი აიღო.

ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, იმიტომ რომ ის მოიცავს სტატისტიკას, გეომეტრიას და ალგებრას.

დღეის მდგომარეობით, ყველაზე ახალგაზრდა უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე ამერიკელი მაიკლ კარნია, რომელმაც დიპლომი 10 წლისამ აიღო.