აშშ-ის ზოგიერთ რაიონში არქტიკულ სიცივეს მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ზოგიერთ რაიონში არქტიკულ სიცივეს მსხვერპლი მოჰყვა

არქტიკულმა ჰაერის მასამ აშშ-ის რამდენიმე ნაწილში ჰაერის დაბალი ტემპერატურა გამოიწვია. ციმბრიში წარმოქმნილი ცივი ჰაერის მასების შედეგად აშშ-ის ზოგიერ რაიონში ნოემბრისთვის რეკორდული სიცივე და თოვლი მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტემპერატურა ძლიერ დაეცა კანზასში, მიჩიგანსა და ილინოისში. ცუდი ამინდის გამო საგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი ავიარეისი კი გაუქმდა. ზოგიერთ რაიონში დაიკეტა სკოლები და სწავლის პროცესი დროებით შეჩერდა.

კანზასის რამდენიმე ქალაქში ნოემბრისთვის უჩვეულოდ დაბალი ჰაერის ტემპერატურა, მინუს 18 გრადუსი ფიქსირდება.