სამეფო ოჯახის წევრები ცნობილი ბრენდის სამოსით ყოველთვის ახდენენ გავლენას ისედაც წარმატებული ბრენდების ცნობადობაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს სიტუაციას მარკეტინგული ხასიათი შესძინოს. მათ შორის აღმოჩნდა სტელა მაკარტნიც.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს მეგან მარკლი Rememberance Day-ს ყოველწლიურ ცერემონიას სწორედ სტელას შავი სამოსით დაესწრო, რომლის ღირებულებაც 1500 ფუნტია.
მოგვიანებით კი, 48 წლის დიზაინერმა ინსტაგრამზე ჰერცოგინიის ფოტო გამოაქვეყნა და აღწერაში ხაზი გაუსვა, რომ მეგან მარკლი მნიშვნელოვან ღონისძიებას მისივე ბრენდის სამოსით დაესწრო. სწორედ ამიტომ სტელას ნაბიჯმა საზოგადოება გააღიზიანა და კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან ხალხის ნაწილმა ის მარკეტინგულ გათვლებში დაადანაშაულა. შესაბამისად, მაკარტნიმ პოსტის წაშლა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა სტელას დიზაინზე არჩევანი საკუთარი ქორწილის დღისთვისაც შეაჩერა.