არჩი ჰარისონი პირველ შობას სამეფო ოჯახში არ გაატარებს! რა გეგმები აქვთ მეგან მარკლსა და პრინც ჰარის?

არჩი ჰარისონი პირველ შობას სამეფო ოჯახში არ გაატარებს! რა გეგმები აქვთ მეგან მარკლსა და პრინც ჰარის?

წელს არჩი ჰარისონ-მაუნტბეთენ უინძორი შობას პირველად ხვდება და მზრუნველ მშობლებს ამ თარიღისთვის უკვე გარკვეული გეგმაც აქვთ. მეგან მარკლი შობის სამეფო ოჯახთან გატარებას არ გეგმავს.

როგორც 12 ნოემბერს უცხოური ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, არჩი შობას ბებიასთან - დორია რეგლანდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდება და ბუნებრივია მასთან ერთად, მეგან მარკლიც.

ჯერჯერობით უცნობია განიხილება თუ არა პრინცი ჰარის გამგზავრებაც, თუმცა ფაქტია რომ დღეს დედოფალ ელიზაბეტთან ოჯახი არასრული შემადგენლობით შეხვდება, რამაც არაერთი კითხვა გააჩინა.