ბრაზილიაში მიმდინარე 17 წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. გვიან მატჩებში მასპინძელი ბრაზილია იტალიას შეხვდა, საფრანგეთი კი ესპანეთს.
ბრაზილიის ნაკრებმა „სკუადრა აძურას“ 2:0 მოუგო პატრიკისა და ჟოაუ პეგლოს გოლებით.
ფრანგებმა კი ესპანელები 6:1 გაანადგურეს. გამარჯვებულთაგან ბურთები ნიანზუ კუასიმ, ნათანიელ მბიუკიუმ, ისააკ ლიხაჯიმ, ტიმოთი პემბელემ, ჟორჟინიო რიუტემ, და ადელ აუშიშმა გაიტანეს. ესპანელთა ერადერთი გოლი კი ხერმან ვალერას ანგარიშზეა.
ამრიგად, ნახევარფინალში ბრაზილია საფრანგეთს შეხვდება, ჰოლანდია კი მექსიკას.