ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრებისთვის ემზადებიან

ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრებისთვის ემზადებიან

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქვეყნის ისტორიაში ბუჩქნარის ყველაზე ძლიერი ხანძრისთვის ემზადებიან. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 50 კერაა დაფიქსირებული. ხელისუფლების თქმით, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდება. რეგიონში, დაახლოებით, 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საფრთხე ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ - სიდნეისაც ემუქრება.

სტიქიის შედეგად უკვე 3 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 150-ზე მეტი სახლი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სიდნეიმდე სამშაბათს საღამოს მიაღწევს.