საფრანგეთში მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

საფრანგეთში მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ქალაქ დრომის პრეფექტურა ავრცელებს.

სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი მონტელმარიდან 11,52 კილომეტრის დაშორებით იყო.

მიწისქვეშა ბიძგები 10 წამს გაგრძელდა და საგრძნობი იყო ქალაქ ლიონში, მონპელიესა და ავინონში.