ბერლინის აეროპორტში გარემოს დამცველების აქციის გამო პოლიციამ გზა გადაკეტა

ბერლინის აეროპორტში გარემოს დამცველების აქციის გამო პოლიციამ გზა გადაკეტა

ბერლინში, ტელეგის აეროპორტში კლიმატის დამცველებმა მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციამ რაიონი სწრაფად შემოსაზღვრა, რის გამოც აეროპორტში მიმავალ მგზავრთა ნაკადმა საცობი წარმოქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

აქციის ათობით მონაწილეთაგან დიდ ნაწილს პინგვინის ფორმები ეცვა და ხალხს მოუწოდებდნენ ფრენამდე კარგად დაფიქრდნენ, თუ რა ზიანს აყენებენ თვითმფრინავები გარემოს.

ამასთან, დემონსტრანტების თქმით, მათი აქცია მიმართულია პოლიტიკოსებისა და ავიაკომპანიების წინააღმდეგ, და არა თავად მგზავრებისა და ტურისტების.

აქციის მიუხედავად ავიარეისები არ შეფერხებულა და არც გაუქმებულა, მგზავრებს მხოლოდ ხანგრძლივ საცობში მოუხდათ ყოფნა. პოლიციამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტისკენ მიმავალი მაგისტრალის გასავლელი გზა ჩაკეტა, რამაც საცობი გამოიწვია. ბევრი მგზავრი აეროპორტამდე ფეხით მივიდა.