გია ხუხაშვილი: პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით

გია ხუხაშვილი: პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება.

ხუხაშვილის თქმით, ამ ამბით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები გადაფარეს.

“ქვეყანაში აგრესიული კონფორმიზმი ზეიმობს. პრობლემებია ხელისუფლებაში? საკუთარი უმოქმედობა გადაფარე სისხლიანი 9 წლით. პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით. გადაფარე, სინდისი მიაძინე და შენც ტკბილად დაგეძინება“,- წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო. ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

 

 

სოციალისტი ამას რა უკუღმართი სამყაროს აღქმა აქვს, მერამდენედ გამაკვირვა!!!
4 წლის უკან
Maverick სოციალისტი, რა გიკვირს, "ტიტე ნატუტარის" შთამომავალია, ადრე რაცხა დიდი უბედურება იყო ქოცებთან, არ დაუფასეს ქვეგამხედველობა, გამოაპანღურეს, ამჟამად კიკუს როლი მოირგო და უმოწყალოდ ხმარობს ნაცბოზბანდა და მისი სატელიტები...
4 წლის უკან