"ლევანტე" არჩევნებმა მეკარის გარეშე დატოვა...

ესპანური „ლევანტე“ ლა ლიგის კალენდარულ მატჩს „ბილბაოსთან“ მეკარის გარეშე ხვდება. Sun-ის ინფორმაციით, ოიერ ოლაზაბალი ტრავმირებულია, ხოლო აიტორ ფერნანდესი არჩევნებში დამკვირვებელია...

კვირას ესპანეთში დაგეგმილ არჩევნებზე ფერნანდესი მშობლიურ ქალაქში იქნება დამკვირვებლის სტატუსით და ამის გამო შესაძლოა „ლევანტეს“ ბასკებთან შეხვედრაში ვერ დაეხმაროს. მიუხედავად ამისა, ვალენსიელებს ჯერ იმედი არ დაუკარგავთ, რომ აიტორი თამაშზე მისვლასაც მოასწრებს.

იმედს ის გარემოება აღვივებს, რომ ფერნანდესის მშობლიური კუთხე და ქალაქი ბილბაო 1 საათის სავალ მანძილზეა დაშორებული და „ლევანტეშიც“ იმედოვნებენ, რომ კიპერი ყველაფერს მოახერხებს.