2019 წლის რიგით უკანასკნელი სუმოს ტურნირი კიუშუ ბაშო იწყება. ჩემპიონატი ქალაქ ფუკოაკოში 10 ნოემბერს გაიმართება. ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში იასპარეზებს.
ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ოძეკის პრივილეგია ექნება და 10 გამარჯვების შემთხვევაში ამ უკანასკნელ რანგს დაიბრუნებს.
პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა მეისეი იქნება, მეორე დღეს კი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდება.
ტურნირი 24 ნოემბერს დასრულდება.