ჯასტინ ბიბერი გაკიცხვის ობიექტი მაშინ გახდა, როდესაც ფანებს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის მოწონების შემთხვევაში ახალი ალბომის გამოშვებას დაჰპირდა, თუმცა ახლა ის რობი ვილიამსის დაცინვის მსხვერპლად იქცა.
ჯასტინ ბიბერმა 27 ოქტომბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ფანებს მიმართავდა, რომ თუ ფოტო ოც მილიონ მოწონებას მოაგროვებდა ის ახალ ალბომს ახალ წლამდე გამოუშვებდა.
რობი ვილიამსმა ჯასტინის მსგავსი ფოტო ინსტაგრამზე განათავსა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ რობი ოცი მილიონი მოწონების ნაცვლად, ოც მოწონებას ითხოვდა.
თუმცა ცნობილია ფაქტი, რომ რობი ვილიამსი ახალ ალბომზე ფოტოს გამოქვეყნებამდე მუშაობდა.